"რასაც სოციალურ ქსელებში წერენ ტყუილია" - ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"რასაც სოციალურ ქსელებში წერენ ტყუილია" - ხვიჩა კვარაცხელია

"რასაც სოციალურ ქსელებში წერენ ტყუილია" - ხვიჩა კვარაცხელია
25-05-2025, 10:31
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია სულ უფრო ხშირად ექცევა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად, ქართველი ვარსკვლავი ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახეს, რიო ფერდინანდს ესაუბრა. ინტერვიუ მრავალი თემის ირგვლივ წარიმართა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება პსჟ-ის ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს დაეთმო.

ფერდინანდმა დემბელეს შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა და ხვიჩას აზრიც მოისმინა – საუბარი არამხოლოდ საფეხბურთო უნარებს, არამედ მის პიროვნულ თვისებებსაც შეეხო.

ის მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია. ორივე ფეხით ბრწყინვალედ თამაშობს, საოცარი ტექნიკა აქვს და ფანტასტიკური სისწრაფე. თანაც, ძალიან კარგი პიროვნებაა – სწორედ ეს დამამახსოვრდა ყველაზე მეტად, როდესაც გუნდს შემოვუერთდი,“ – აღნიშნა კვარაცხელიამ.

ფერდინანდმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წარსულში დემბელეს ხშირად აკრიტიკებდნენ ხასიათის გამო. ამაზე ხვიჩამ ასე უპასუხა:

სოციალურ ქსელებში ბევრ რამეს წერენ, მაგრამ ხალხი ვერ ხედავს, რა ხდება გუნდში. დემბელე ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი ადამიანია, ვინც კი ფეხბურთში შემხვედრია. ყოველთვის კარგ ხასიათზეა, ხუმრობს და ცდილობს, ყველას დაეხმაროს – იქნება ეს მოედანზე თუ მის გარეთ. რაც მთავარია, ის თანაგუნდელებს გვერდში უდგას და თავს გამორჩეულად გრძნობინებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი