პირველი თუ მეორე? - რომელი ადგილით გვპირდება სანიოლი ჯგუფიდან გასვლას » სპორტის ხაზი

პირველი თუ მეორე? - რომელი ადგილით გვპირდება სანიოლი ჯგუფიდან გასვლას

პირველი თუ მეორე? - რომელი ადგილით გვპირდება სანიოლი ჯგუფიდან გასვლას
28-05-2025, 19:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრიდან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს, იქამდე კი სანიოლის გუნდი ამხანაგურებს ფარერებთან და კაბო ვერდესთან გამართავს.

დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ვილიმ სწორედ შესარჩევის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო ბრძოლას მე-2 ადგილისთვის შეეცდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რთულ ჯგუფში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება გვაქვს, საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატიდან გამომდინარე, ყოველთვის რთულია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა.

ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ვფიქრობ, მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვექნება.

- თქვა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი