მხოლოდ დროის საკითხი იყო ჰანსი ფლიკთან ხელშეკრულების განახლება და ესეც მოხდა, - ბარსელონამ გერმანელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, ჰანსი ფლიკი ბლაუგრანაში კიდევ ორი წლით, 2027 წლამდე დარჩება.
ჰანსი ფლიკი ბარსელონაში ისტორიას წერს და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, ეს გაგრძელდება მომდევნო სეზონებშიც.
- წერს ბარსელონა.
გერმანელმა თავკაცმა კლუბს საოცარი სეზონი მოუტანა. ფლიკთან ერთად ბარსელონამ სეზონის ყველა კლასიკო და დამატებით 3 ტიტული მოიგო.