ეს დღეც დადგა - ტოტენჰემმა ევროპა ლიგის ტიტული მოიგო! » სპორტის ხაზი

ეს დღეც დადგა - ტოტენჰემმა ევროპა ლიგის ტიტული მოიგო!

ეს დღეც დადგა - ტოტენჰემმა ევროპა ლიგის ტიტული მოიგო!
დღეს, 01:10
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის ფინალი, რომელიც ტოტენჰემსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის უმეტესი დროის განმავლობაში რუბენ ამორიმის გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, გამარჯვების მოპოვება ტოტენჰემმა მოახერხა, - 1:0.

მატჩის ერთადერთი გოლი ბრენან ჯონსონმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, მას შემდეგ კი იუნაიტედის შეტევებს გოლი აღარ მოჰყოლია.

აღსანიშნავია, რომ დეზებმა ევროპის ლიგა (ძველი ვერსიით უეფას თასი) ისტორიაში უკვე მესამედ მოიგეს, ამ მიღწევით კი კლუბი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი