გადაწყვეტილი ამბავია - ხავი სიმონსი ზაფხულში ლაიპციგს დატოვებს » სპორტის ხაზი

გადაწყვეტილი ამბავია - ხავი სიმონსი ზაფხულში ლაიპციგს დატოვებს

გადაწყვეტილი ამბავია - ხავი სიმონსი ზაფხულში ლაიპციგს დატოვებს
16-05-2025, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

„ლაიფციგის“ შემტევი ნახევარმცველი, ხავი სიმონსი, მზადაა ახალი კარიერული ნაბიჯისთვის – ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის დატოვება გადაწყვიტა. გერმანული კლუბი უკვე ინფორმირებულია სიმონსის განზრახვის შესახებ.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულება 75 მილიონ ევროს აღწევს და მისით დაინტერესებული არიან როგორც ინგლისის პრემიერლიგის ტოპ კლუბები, ასევე მიუნხენის „ბაიერნი“. სიმონსი, რომლის კარიერის ერთ-ერთი მთავარი ოცნება „ბარსელონაში“ დაბრუნებაა, კატალონიური გრანდის აკადემიაში თამაშობდა და იქ 9 წელი გაატარა. თუმცა არსებული მდგომარეობით, „ბარსელონას“ მის ტრანსფერზე პრეტენზია არ განუცხადებია.

ხავი სიმონსმა „ლაიფციგში“ თავი კარგად გამოიჩინა – 2020 წლიდან მოყოლებული, მან გუნდის მაისურით 133 შეხვედრა ჩაატარა და 42 გოლის გატანა შეძლო. მანამდე კი მისი კარიერა პარიზულ „პსჟ“-შიც ვითარდებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი