მიმდინარე ზაფხულში ნიდერლანდელი ვარსკვლავის, ხავი სიმონსის გუნდის შეცვლა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და რეალურ სცენარად განიხილება. როგორც უცხოური მედია რამდენიმე კვირაა იუწყება, ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
ყველაზე დიდი ინტერესი ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბის მხრიდან გამოვლინდა. როგორც ცნობილია, სიმონსის ამჟამინდელი გუნდი, ლაიფციგი მის სანაცვლოდ დაახლოებით 75 მილიონ ევროს მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის ნახევარმცველს ბარსელონაში დაბრუნება ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქვს დასახული, კატალონიური კლუბი სავარაუდოდ ამ ზაფხულს მის ტრანსფერში ვერ ჩაერთვება - ფინანსური გარემოებებისა და სტრატეგიული პრიორიტეტების გამო.
შეგახსენებთ, რომ ხავი სიმონსი კარიერის საწყის ეტაპზე სწორედ ბარსელონას აკადემიაში (La Masia) იზრდებოდა, თუმცა პროფესიული დონეზე თავი პარი სენ-ჟერმენში და ლაიფციგში გამოიჩინა.