ლეგენდარული ეპოქის დასასრული - ტომას მიულერი გულშემატკივრებს დაემშვიდობა » სპორტის ხაზი

ლეგენდარული ეპოქის დასასრული - ტომას მიულერი გულშემატკივრებს დაემშვიდობა

ლეგენდარული ეპოქის დასასრული - ტომას მიულერი გულშემატკივრებს დაემშვიდობა
გუშინ, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

თომას მიულერმა მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით ისტორიის ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი გადაშალა — ლეგენდარულმა გერმანელმა თავისი ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა „ალიანს არენაზე“, სადაც მისდამი პატივსაცემად გულშემატკივრებისა და კლუბის მიერ განსაკუთრებული ცერემონია გაიმართა.

მატჩი მიუნხენელებმა მორიგი გამარჯვებით დაასრულეს და საჩემპიონო ზეიმიც მოაწყვეს, თუმცა ამ დღის მთავარი ემოცია მიულერისთვის მომზადებული გაცილება იყო. ფეხბურთელმა მიკროფონი ხელში აიღო და გულშემატკივრებს მადლობით მიმართა:

მეგობრებო, ვიცოდით, რომ ეს დღე ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგებოდა. ჩემთვის ეს მომენტი, ერთდროულად, რთულიცაა და საოცრად ემოციურიც. ჩემთვის უდიდესი პატივია ის სიყვარული, რაც თქვენგან მივიღე. 25 წელი ამ კლუბში საოცარი თავგადასავალი იყო — და ეს სტადიონი, ყოველთვის სავსე, ყოველთვის ენერგიული, ჩვენი საერთო ტაძარია. როცა შორიდან ამ სურათს უყურებენ, ყველა ხვდება, რომ მიუნხენს მართლაც განსაკუთრებული ადგილი აქვს ფეხბურთში“, — განაცხადა მიულერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი