ფრანგმა ფეხბურთის ლეგენდამ, ბიქსენტე ლიზარაზუმ, კიდევ ერთხელ გამოთქვა სიმპათია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. მისი განცხადებით, ქართველი გარემარბი ნამდვილად გამოირჩევა იმით, რომ თამაშის ორივე ფაზაში – როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში სრული თავდადებით იბრძვის.
„ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებით მატჩში „არსენალთან“ ცენტრის როლი გადამწყვეტი იქნება. ნახევარმცველებს შეუძლიათ ბურთის კარგად შენარჩუნება და ტემპის კონტროლი, რაც „პსჟ“-ს ძალიან სჭირდება. თუ დემბელე ვერ შეძლებს თამაშს, ვფიქრობ, კვარაცხელია ცენტრალურ პოზიციაზე უნდა გადმოიყვანონ. მარჯვნიდან დუემ ითამაშოს, მარცხნიდან — ბარკოლამ.
ამ ყველაფრის ფონზე კი არის ხვიჩა — ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ფსიქოლოგიურ სტაბილურობას მატებს გუნდს. მისი გამძლეობა და ენერგია საოცარია. ის მართლაც ‘ძაღლივით’ შრომობს. თამაშობს თავდადებით, ორივე ფაზაში ერთნაირად აქტიურია და ასეთ მოთამაშეს ნებისმიერი გუნდი ისურვებდა,“ — თქვა ლიზარაზუმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა 7 მაისს პარიზში გაიმართება. პირველი მატჩი სტუმრად პსჟ-ს სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი უსმან დემბელემ გაიტანა — საგოლე გადაცემა კი სწორედ კვარაცხელიას ეკუთვნოდა.