ბარკოლა ფსიქოლოგიურ წნეხშია - კვარაცხელიამ პსჟ-ში კონკურენცია გაამწვავა » სპორტის ხაზი

ბარკოლა ფსიქოლოგიურ წნეხშია - კვარაცხელიამ პსჟ-ში კონკურენცია გაამწვავა

ბარკოლა ფსიქოლოგიურ წნეხშია - კვარაცხელიამ პსჟ-ში კონკურენცია გაამწვავა
გუშინ, 13:44
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული პრესტიჟული გამოცემა „ეკიპი“ ამჯერად „პარი სენ-ჟერმენში“ არსებულ შიდა კონკურენციას ეხება და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერმა კლუბში ბრედლი ბარკოლასთვის პრობლემური ვითარება შექმნა.

გამოცემის თანახმად, „არსენალთან“ გამართული შეხვედრა, სადაც ბარკოლამ საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, სიმბოლურად ასახავს მის ბოლო პერიოდის მდგომარეობას. გამოცემა წერს, რომ სეზონის სტარტზე ბარკოლა კარგ ფორმაში იყო, თუმცა ქართველი შემტევის ზამთარში დამატებამ მასზე გავლენა მოახდინა და გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერები წარმოშვა.

ბარკოლამ ვერ გაიგო, რატომ შეიძინა კლუბმა ფეხბურთელი, რომელიც მის პოზიციაზე თამაშობს — ეს მტკივნეულად აღიქვა და სწორედ ამან მის შედეგიანობაზე ზეგავლენა იქონია“, — წერს გამოცემა. ამავდროულად, ირკვევა, რომ ფლანგის შეცვლამ მისი ეფექტურობაც მნიშვნელოვნად შეამცირა.

ჟურნალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბარკოლას ლუის ენრიკესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, მას არ გააჩნია გამოკვეთილი სტატუსი და სერიოზულ კონკურენციას აწყდება ისეთ მოთამაშეებთან, როგორიც არიან დემბელე, კვარაცხელია და დუე. აღსანიშნავია, რომ პსჟ ზაფხულში კიდევ ერთი ცენტრალური ფორვარდის შეძენასაც გეგმავს, რაც გარემარბების როტაციას კიდევ უფრო გაართულებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი