დე ბრუინი აშკარად განაწყენებულია - რა მიანიშნა კევინმა მანჩესტერ სიტის » სპორტის ხაზი

დე ბრუინი აშკარად განაწყენებულია - რა მიანიშნა კევინმა მანჩესტერ სიტის

დე ბრუინი აშკარად განაწყენებულია - რა მიანიშნა კევინმა მანჩესტერ სიტის
3-05-2025, 14:18
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ტურებიღა რჩება, ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის კი ძალიან დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.

მიუხედავად ჩემპიონის ტიტულის დაკარგვისა, პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო მატჩებში მოგებებს მოუმატა და უკვე მესამე პოზიციაზე იმყოფება.

გუშინ სიტიმ სახლში ვულვერჰემპტონიც დაამარცხა, ერთადერთი გოლი კი კევინ დე ბრუინმა ჟერემი დოკუს პასით გაიტანა.

მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში აშკარად გამოჩნდა, რომ დე ბრუინი სიტიზე გულნატკენია:

ვფიქრობ, ვაჩვენე, რომ აქ თამაში ისევ შემიძლია. სხვა შემთხვევაში იმ ყველაფერს არ გავაკეთებდი, რასაც ბოლო 4-5 კვირაა ვაკეთებ.

- თქვა კევინმა.

ბელგიელის თქმით, ის ყოველგვარ წინადადებას განიხილავს. არსებობს შანსი, რომ დე ბრუინი პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადავიდეს და მისი თამაში სიტის წინააღმდეგაც კი ვიხილოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი