"ისევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში" - დე ბრუინმა არაბეთში წასვლა გამორიცხა? » სპორტის ხაზი

"ისევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში" - დე ბრუინმა არაბეთში წასვლა გამორიცხა?

"ისევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში" - დე ბრუინმა არაბეთში წასვლა გამორიცხა?
დღეს, 19:34
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, კევინ დე ბრუინი სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტიდან მიდის. აღნიშნულის შესახებ გულშემატკივარს ბელგიელმა ფეხბურთელმა თავისი წერილიდან აცნობა.

ახლახანს მედიაში კევინის მორიგი კომენტარი გავრცელდა. მისი თქმით, საუდიში წასვლა გადაწყვეტილი არ აქვს და მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შეუძლია.

25 წლის აღარ ვარ, თუმცა ვგრძნობ, რომ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში კვლავ შემიძლია. მზად ვარ, რომ ნებისმიერი წინადადება განვიხილო, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც სპორტული, ისე საოჯახო საკითხიც.

- ამბობს დე ბრუინი.

ბელგიელი ნახევარმცველის თქმით, სიტისგან ახალი კონტრაქტი აღარ მიუვიდა და გუნდიდან წასვლაც ამიტომ გადაწყვიტა. ამდენად, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ დე ბრუინი კი არ მიდის კლუბიდან, არამედ მანჩესტერმა გადაწყვიტა კევინთან გამოთხოვება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი