ბარსელონას 17 წლის ვუნდერკინდს, ლამინ იამალს ლიონელ მესისთან შედარებაზე ჰკითხეს, რაზეც ესპანელ შემტევს ასეთი პასუხი ჰქონდა:
მესისთან შედარებები? ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მე 17 წლის ვარ და მესისთან გაიგივება დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ კიდევ უფრო უკეთესი გავხდე.
რაც უფრო მეტ წნეხს ავლენენ ჩემს მიმართ, მით უფრო კარგად ასპარეზობას შევეცდები. ეს წნეხი ჩემთვის პოზიტიურად მუშაობს.
- თქვა იამალმა.
17 წლის იამალი მიმდინარე სეზონში ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.