საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილმა, სემ სანიოლმა Geo Team-თან გულწრფელი კომენტარი გააკეთა და მამის ემოციური რეაქცია საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ გაიხსენა.
სემის თქმით, ფეხბურთის გამო მამის ცრემლები მან პირველად ნახა:
„მითხრა, რომ ამხელა ემოციის შემდეგ ვერ შეიკავა თავი. არასოდეს მინახავს, რომ ფეხბურთის გამო ეტიროს. წარმოუდგენელია, რამდენად ამაყია ყველა მოთამაშით, სტაფითა და ქართველი გულშემატკივრებით.“
ევრო 2024-ის საგზურის მოპოვებამ არა მხოლოდ სანიოლის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, არამედ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაშიც. საბერძნეთთან გამართულ გამარჯვებულ მატჩს მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა — ეს სანიოლისთვის ნაკრების თავკაცის რანგში 33-ე შეხვედრა იყო, საიდანაც მე-16 მოიგო.