მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის, პედრი გონსალესის კომენტარი ჰანსი ფლიკის შესახებ:
ჰანსი ფლიკი ჩვენთვის მამასავითაა. ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და ცდილობს, რომ ჩვენზე იზრუნოს.
ის ყოველთვის მხარში გიდგას მაშინ, როდესაც არ თამაშობ. გარედან ფლიკი მკაცრი ჩანს, თუმცა შიგნიდან ყველაფერი პირიქითაა და რთულ მომენტებში მარტო არასდროს გვტოვებს.
- თქვა პედრიმ.