ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ პედრი გონსალესის შესახებ ისაუბრა და ფეხბურთელი საჯაროდ შეაქო.
პედრი არაჩვეულებრივი მოთამაშეა. ვთვლი, რომ ის ახლა არა მხოლოდ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საუკეთესო არა.
- თქვა ტიაგომ.
პედრი მართლაც საოქროსბურთე სეზონს ატარებს. ახალგაზრდა ნახევარმცველი ბარსელონას წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს და თუ გუნდი სეზონს ტრიუმფით დაასრულებს, პედრი აღნიშნული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იქნება.