დავით ხოჭოლავას მსგავსად, კარიერა 33 წლის ასაკში ლივერპულის ნახევარმცველმა და 2010-იანების ერთ-ერთა გამორჩეულმა მოთამაშემ, ტიაგო ალკანტარამ დაასრულა.
როგორც დაიწერა, არსებობს შანსი, რომ ტიაგო ალკანტარამ ახალი როლი მოირგოს და ბარსელონაში ჰანსი ფლიკის ასისტენტი გახდეს.
სხვათა შორის, ესპანელს შემოთავაზებები საუდის არაბეთის ლიგიდან ჰქონდა, სადაც მას სარფიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, თუმცა არაბები ტიაგომ უარით გაისტუმრა.
ტიაგო ალკანტარას თავისი კარიერის განმავლობაში ლივერპულთან ერთად ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიც ბარსელონა და მიუნხენის ბაიერნია.