"ლივერპულის" პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ, ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ BBC სპეციალური სტატია მიუძღვნა კლუბის მეკარის პოზიციაზე არსებულ ვითარებას.
გავრცელებული შეფასებით, ალისონი, რომელიც ახლა 32 წლისაა, მეკარისთვის ჯერ კიდევ ოპტიმალურ ასაკში იმყოფება და მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბრაზილიელი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" პირველ ნომრად დარჩება.
თუმცა, BBC აღნიშნავს, რომ გუნდში ახალი გამოწვევის წინაშე დადგება: გიორგი მამარდაშვილი კლუბში სერიოზულ კონკურენციას შექმნის, რაც შეიძლება დამატებითი მოტივაცია გახდეს როგორც ალისონისთვის, ასევე მთლიანად მეკარეთა ხაზისთვის.
ამ ცვლილებების ფონზე, თითქმის უეჭველია, რომ ირლანდიელი კაომჰინ კელეჰერი "ლივერპულს" დატოვებს. BBC ხაზს უსვამს, რომ კელეჰერს, რომელმაც პრემიერ ლიგაში სტაბილურობა და მაღალი დონე დაამტკიცა, არაერთი კლუბი მოინდომებს თავის რიგებში გადმოყვანას.