საბა მამაცაშვილი შვედეთში საუკეთესოდ დაასახელეს | ქართველი ლეგიონერების კვირა » სპორტის ხაზი

საბა მამაცაშვილი შვედეთში საუკეთესოდ დაასახელეს | ქართველი ლეგიონერების კვირა

საბა მამაცაშვილი შვედეთში საუკეთესოდ დაასახელეს | ქართველი ლეგიონერების კვირა
დღეს, 02:32
Aa Aa
გაზიარება:

დანიური სუპერლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ სტუმრად 3:1 დაამარცხა „ორჰუსი“ და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. საქართველოს ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად იასპარეზა და შესანიშნავი გამოსვლისთვის 7,9 ქულა მიიღო.

ესტონეთის ესილიგაში ზაქარია ბეგლარიშვილმა გოლით გაიბრწყინა — მისი ზუსტი დარტყმით „ნომე იუნაიტედმა“ გასვლაზე „კალევი U21“ 3:1 დაამარცხა. ბეგლარიშვილის გუნდი 8 ტურის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს, ხოლო თავად ქართველი ნახევარმცველი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით ლიგის ბომბარდირთა სიაში ლიდერობს.

შვედეთის ალსვენსკანში საბა მამაცაშვილის გოლმა „სირიუსს“ ქულა მოუტანა. ახალგაზრდა მცველმა საკუთარ მოედანზე „ჰალმსტადთან“ შეხვედრაში 31-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა — საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა. ბოლო სამ ტურში საბამ უკვე მეორე გოლი გაიტანა და ამჯერად 8,0 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი