"შარშან ამ წინანადებას დავთანხმდებოდი" - რაფინია არაბული კლუბის ინტერესზე » სპორტის ხაზი

"შარშან ამ წინანადებას დავთანხმდებოდი" - რაფინია არაბული კლუბის ინტერესზე

"შარშან ამ წინანადებას დავთანხმდებოდი" - რაფინია არაბული კლუბის ინტერესზე
გუშინ, 11:40
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, "ბარსელონას" შემტევმა რაფინია, გულწრფელად ისაუბრა ბოლო პერიოდში მის კარიერასთან დაკავშირებულ ამბებზე და აღნიშნა, რომ მისთვის ფინანსური წინადადებები ახლა ისე მნიშვნელოვანი აღარ არის, როგორც ადრე.

გუშინ ვიღაცამ გამომიგზავნა შეტყობინება, რომ საუდის არაბეთიდან შემოთავაზება მქონდა. სიმართლე გითხრათ, თუ ეს წინადადება წინა წელს იქნებოდა, ალბათ დავთანხმდებოდი,“ – აღნიშნა რაფინიამ.

ბრაზილიელმა მოთამაშემ გაიხსენა, რომ ადრე რთულ ფსიქოლოგიურ პერიოდს გადიოდა, რაც მას ასეთ გადაწყვეტილებაზე უბიძგებდა:

ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა და მაშინ იმ ფულს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა — ის ჩვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა.

თუმცა ახლა, როგორც თავად ამბობს, პრიორიტეტები შეცვლილია:

დღეს ფული ჩემთვის აღარ არის მთავარი. ახლა მხოლოდ ჩემს ოცნებებზე ვფიქრობ,“ – დაასრულა რაფინიამ.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

ბარსაში უნდა დაასრულო კარიერა

გუშინ, 20:43
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი