ალბათ, სეზონის დასაწყისში ოქროს ბურთის ათეულში მოხვედრა აბსურდულად ჩანდა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ 2025 წლიდან ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.
პარი სენ-ჟერმენში გადასვლის და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სიაში ადგილი მოიპოვა და ახლახანს რამდენიმე ფეხბურთელს გადაასწრო კიდეც.
კვარა თავდაპირველად ათეულის ბოლო ადგილს იკავებდა, ახლა კი მერვე პოზიციაზეა.
იმის გათვალისწინებით თუ როგორ ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ თამაშებში, სავარაუდოდ, ხვიჩას კიდევ უფრო მაღალი პოზიციების მოპოვების შანსი ექნება.
ცნობისთვის, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი რაფინიაა, შემდეგ კი დემბელე და სალაჰი მოდიან.