კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტებში დაწინაურდა | იხილეთ სია » სპორტის ხაზი

კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტებში დაწინაურდა | იხილეთ სია

კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტებში დაწინაურდა | იხილეთ სია
1-12-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ, კერძოდ GOAL-მა 2023 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების სია კიდევ ერთხელ განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა.

როგორც იცით, აღნიშნულ სიაში ხვიჩა კვარაცხელია მე-10 ადგილს იკავებდა, ახლა კი ქართველმა ფეხბურთელმა ერთი პოზიციით მაღლა აიწია და მე-9 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სამეულს ერთი კლუბის, პარი სენ ჟერმენის ვარსკვლავები კილიან მბაპე, ლიონელ მესი და ნეიმარი ავსებენ.

იხილეთ ოქროს ბურთის განახლებული TOP 10:

1. კილიან მბაპე

2. ლიონელ მესი

3. ნეიმარი

4. ერლინგ ჰოლანი

5. რობერტ ლევანდოვსკი

6. ვინისიუს ჟუნიორი

7. კევინ დე ბრუინი

8. მოჰამედ სალაჰი

9. ხვიჩა კვარაცხელია

10. ჯამალ მუსიალა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი