ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ GOAL-მა ოქროს ბურთის მოგების კანდიდატების სია გამოაქვეყნა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მე-9 ადგილი დაიკავა.
"კვარადონა დაეხმარა ნაპოლის, რომ სერია ა-ში გუნდი პირველ ადგილზე ყოფილიყო. ასევე, მისი დახმარებით პარტენოპეი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველს ბოლო სამი სერია ა-ს შეხვედრიდან არცერთში მონაწილეობა არ მიუღია, არ არსებობს ფაქტი იმის წინააღმდეგი, რომ ნაპოლის იტალიის ჩემპიონატის ლიდერია.
ხვიჩას გვერდით საფეხბურთო ვარსკვლავები დგანან
საქართველოს ნაკრები მსოფლიოზე ვერ მოხვდა, თუმცა კვარაცხელიას რამდენიმე კვირა აქვს, რომ საკუთარი თავი ფიზიკური კონდიციების პიკში ჩააყენოს."საუკეთესო ათეულში პირველ ადგილს კილიამ მბაპე იკავებს, მეორე ადგილს ლეო მესი, ხოლო მესამე პოზიციაზე ნეიმარი იმყოფება. დანარჩენი მოთამაშეები კი ასე გადანაწილდნენ :
ერლინგ ჰოლანდი (4) ; რობერტ ლევანდოვსკი (5) ; ვინისიუსი (6) ; კევინ დე ბრუინი (7) ; მუჰამედ სალაჰი (8) ; ხვიჩა კვარაცხელია (9) ; ჯამალ მუსიალა (10).შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მონაგარი ამ სეზონში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.