იტალიის რანგით მეორე დივიზიონში გიორგი კვერნაძის ფროზინონე ჩეზენას ეწვია და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემის შესრულება ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო.
გიორგი კვერნაძემ სერია B-ში ფროზინონეს მაისურით ჯამურად 28 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 5 საგოლე გადაცემა.
ახლა ქართველი ფეხბურთელის გუნდი გათამაშების ცხრილის მე-12 ადგილს 38 ქულით იკავებს.