ლიონის დამრიგებელმა, პაულო ფონსეკამ მედიასთან საუბრისას საქართველოს ნაკრების ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე შეაქო.
გიორგი მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის სურს ბურთის მიღება და ამავე დროს, ხშირად ეხმარება თანაგუნდელებს მოედნის ცენტრში.
ჩვენ ვიმუშავეთ იმისთვის, რომ იგი დაელოდოს შესაფერის მომენტს, რათა იპოვოს სივრცე და სიღრმე შეტევისთვის. მიქაუტაძე განუწყვეტლივ წინ მიიწევს.
როცა მოედნის ცენტრში ჩვენი გუნდი ბურთს ფლობს, უფრო დიდი დოზით ალექსანდრ ლაკაზეტი გვჭირდება, ხოლო გიორგი მიქაუტაძეს სხვა პოზიციების დაკავებაც შეუძლია.
- თქვა ფონსეკამ.