მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინა ბრაზილიას შეხვდა და მეტოქე დიდი სხვაობით, 4:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრას ლიონელ მესი დაზიანების გამო ტოვებდა. ლეგენდამ მატჩის შემდეგ თავისი თანაგუნდელები შეაქო:
იქნება მინდორზე თუ მინდვრის გარეთ, ეს გუნდი ყოველთვის ფეხბურთით საუბრობს! გილოცავთ ამ გამარჯვებას და იმ მოგებასაც, რომელიც ურუგვაის წინააღმდეგ ჩაიწერეთ!
- ლეო მესი.
ლეო მესი MLS-ში აქტიურად და პროდუქტიულად თამაშობს. ეჭვი არაა, რომ მისი არგენტინა მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.