VIDEO: კარი გახვრიტაა! - გიორგი კვერნაძემ იტალიაში ულამაზესი გოლი გაიტანა » სპორტის ხაზი

VIDEO: კარი გახვრიტაა! - გიორგი კვერნაძემ იტალიაში ულამაზესი გოლი გაიტანა

VIDEO: კარი გახვრიტაა! - გიორგი კვერნაძემ იტალიაში ულამაზესი გოლი გაიტანა
15-03-2025, 20:37
Aa Aa
გაზიარება:

სერია B-ს 30-ე ტურში "ფროზინონემ" თავის საშინაო მოედანზე "ბრეშას" 2:1 სძლია.

მასპინძელთა ფორვარდმა, გიორგი კვერნაძემ, მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე შესანიშნავი გოლით გახსნა. კვერნაძე 67-ე წუთზე გამოიცვალა, ხოლო მისი თამაში flashscore-მ 7.5 ქულით, Sofascore-მ კი 7.2 ქულით შეაფასა. მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ფეხბურთელმა 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

"ფროზინონემ" მიჯრით მესამე გამარჯვება ჩაიწერა და ბოლო ექვსი თამაშია არ დამარცხებულა.

ამჟამად, ფროზინოელები 33 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან და 29 მარტს "სამპდორიას" სტუმრად ეწვევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი