იტალიურმა "ფროზინონემ", რომელიც მომავალ სეზონს სერია B-ში გაატარებს, ახალგაზრდა ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძე გამოისყიდა, რომელიც იტალიურ კლუბში გასულ სეზონშიც ასპარეზობდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ კვერნაძის კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც პირველ პრესკონფერენციაზე გუნდის ამბიციურ მიზნებზე ისაუბრა და თავის სიტყვაში ქართველ ფეხბურთელსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, რაც გიორგის თავის გამოჩენის უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.
კვერნაძის სატრანსფერო უფლებები ფოთის "კოლხეთს" ეკუთვნობა და თუ Transfermarkt-ს დავუჯერებთ, "ფროზინონეს" მისი გამოსყიდვა 3 მილიონი ევრო დაუჯდა. გიორგი კვერნაძე გასულ სეზონში მოედანზე 8-ჯერ გამოჩნდა (5-ჯერ სერია A-ში, 3-ჯერ იტალიის თასზე), თუმცა ფეხბურთელს შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია