სანაკრებო პაუზის დროს ქუთაისის "ტორპედო" ამხანაგურ მატჩში, სტუმრად, სომხეთის ჩემპიონატის მოქმედ ლიდერ "ნოას" დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ქართული კლუბის მეტოქემ ამ სეზონში კონფერენს ლიგაზე მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა 20 მარტს სომხეთის ქალაქ არმავირში გაიმართება.