როგორც უკვე მოგახსენეთ, პსჟ ზაფხულისთვის ნახევარდაცვის გაძლიერებას იოზუა კიმიხის ტრანსფერით აპირებდა და თითქოს მოლაპარაკებებიც დასასრულისკენ მიდიოდა.
თუმცა, ბაიერნთან დაახლოებული ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის მტკიცებით, გერმანელმა სამშობლოში დაბრუნება და რეკორდმაისტერთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
როგორც იწერება, კიმიხი ბაიერნთან ახალ, 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ხელშეკრულების გაუმჯობესებულ ვერისასაც მიიღებს.
ცნობისთვის, კიმიხმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში თავი 1 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.