დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონი პარი სენ-ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გამო უჩივის.
როგორც ლიონელები ამბობენ, პარიზულმა გრანდმა კვარას ტრანსფერის განსახორციელებლად უცხოური დაფინანსება გამოიყენა, რაც ლიგა 1-ის რეგულაციებით აკრძალულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით თავის აზრს ფრანგი ჟურნალისტი, პიერ მენესი გამოთქვამს, რომელმაც ლიონის ბრალდებას სასაცილო და აბსურდული უწოდა.