დადასტურდა - პედრი ვალენსიასთან შეხვედრას გამოტოვებს » სპორტის ხაზი

დადასტურდა - პედრი ვალენსიასთან შეხვედრას გამოტოვებს

დადასტურდა - პედრი ვალენსიასთან შეხვედრას გამოტოვებს
26-01-2025, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე ესპანეთის ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ბარსელონა გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას უმასპინძლებს.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰანსი ფლის პედრი გონსალესი გამოაკლდა, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობს.

როგორც დაიწერა, ახალგაზრდა ნახევარმცველს დიარეა და ღებინება აწუხებს, შესაბამისად, ის ვალენსიასთან მატჩისთვის განაცხადიდან ამოიღეს.

პედრის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 20 თამაში, 4 გოლი და 2 ასისტი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი