დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება, სადაც მადრიდის 'რეალი' 'ვალენსიას' უმასპინძლებს და რთული მატჩის მიუხედავად მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე გუნდისთვის გამარჯვება ჰაერივით მნიშვნელოვანია. ერთ მხარეს ანჩელოტის ბიჭები არიან, რომლებიც 'ბარსელონას' 8 ქულით ჩამორჩებიან. მეორე მხარეს კი 'ვალენსიაა' , რომელიც მე-14 ადგილზე იმყოფება და ამ სეზონში საშინლად გამოიყურება.
ღამურებს ქულები სჭირდებათ, თუმცა გუნდმა რამდენიმე დღის წინ ახალი მთავარი მწვრთნელი მოიყვანა (სალვადორ გონსალესი), რომელიც ესპანურ კლუბს ბოლო 8 წელში 5-ჯერ წვრთნიდა. ასევე არის მადრიდის 'რეალი' და სანტიაგო ბერნაბეუ, სადაც გუნდმა ბოლოს 5429 დღის წინ მოიგო. ეს 2007-08 წლებში იყო, როდესაც შავ-თეთრებმა მოწინააღმდეგ ანგარიშით 2-3 დაამარცხეს.
ბოლო გამარჯვებიდან 15 წელი გავიდა, 'ვოროს' გუნდს დღეს აქვს შესაძლებლობა ეს სერია დაასრულოს, თუმცა ეს რთული იქნება, რადგან ბლანკოსს მხოლოდ და მხოლოდ 3 ქული სჭირდება.