ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლისთან ერთად ალეხანდრო გარნაჩოს ტრანსფერით ლონდონის ჩელსიცაა დაინტერესებული.
როგორც ირკვევა, მანჩესტერ იუნაიტედს გარნაჩოს სანაცვლოდ ნაპოლიმ 50 მილიონი შესთავაზა, თუმცა ინგლისელებმა წინადადება უკვე დაბლოკეს.
რაც შეეხება ლონდონის ჩელსის, ისინი იუნაიტედს ფორმალურად უკვე დაუკავშირდნენ, "წითელი ეშმაკები" კი 70 მილიონ ევროს ითხოვენ.
დიდი შანსია, რომ გარნაჩოსთვის ბრძოლაში ჩელსი დაწინაურდეს, რადგან ნაპოლი პარალელურად ადეიემის ტრანსფერზეც მუშაობს.