მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალის ინტერესის შესახებ აქტიურად იწერებოდა, ალფონსო დევისი მაინც მიუნხენის ბაიერნში დარჩენას ირჩევს.
კანადელმა ფეხბურთელმა სამეფო კლუბს უკვე აცნობა, რომ ბაიერნთან კონტრაქტის განახლებას 2030 წლამდე აპირებს და ტრანსფერი არ შედგება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ დევისი რეალისთვის ფავორიტი მაინც არ ყოფილა. რეალი ახლა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზეა გადართული და მის გაფორმებას ზაფხულში შეეცდება.