ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და ალფონსო დევისს შორის მადრიდის რეალი უპირატესობას ინგლისელს ანიჭებს.
როგორც ირკვევა, რეალი დევისის სიტუაციას აკვირდებოდა, თუმცა ტრანსფერთან ახლოს არც კი ყოფილა. გარდა ამისა, ალფონსო ახლოსაა ბაიერნთან კონტრაქტის განახლებაზე.
რაც შეეხება ტრენტს, ის რეალის პრიორიტეტია. სამეფო კლუბი ივლისის პრიორიტეტებში ლივერპულის მცველს ყველაზე მაღლა აყენებს და სიტუაცია არ შეცვლილა.