ქართული საფეხბურთო გვერდი Geo Team გიორგი ჩაკვეტაძის ახალ ინფორმაციას, გიორგი ჩაკვეტაძის დაზიანებასთან დაკავშირებით, ავრცელებს.
"გიორგი ჩაკვეტაძე ბარძაყის კუნთზე დისკომფორტის გამო დერბისთან მატჩს გამოტოვებს."
"გიორგის ბარძაყის კუნთზე მცირე პრობლემა აქვს და გამოკვლევა ჩაუტარდება, თუმცა წინასწარი დასკვნა პოზიტიურია და არაფერი სერიოზული.
ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში კლუბისა და ნაკრების ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, რამაც დაღლილობის ნიშნები გამოავლინა. ვიმედოვნებთ მალე დაგვიბრუნდება, რადგან გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია."
- თქვა უოტფორდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ.