"უოტფორდის" თავკაცმა, ტომ კლევერლიმ, საქართველოს ნაკრებისა და ინგლისური კლუბის შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის, დაზიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა:
"ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ გიორგი სათამაშოდ მალე დაბრუნდება. არსებობს შანსი, რომ მომდევნო ტურში განაცხადში იყოს. ინდივიდუალურ ვარჯიშს დავაკვირდებით, შემდეგ კი მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას."
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ზურგის დაზიანება ჩემპიონშიპის ბოლო ტურში მიიღო.