იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინტერი სეზონის დასრულების შემდეგ შეტევითი პოტენციალის გაზრდას გეგმავს.
როგორც დაიწერა, კლუბის სამიზნე ბოლონიას 20 წლის არგენტინელი ფორვარდი, სანტიაგო კასტროა, რომელსაც მიმდინარე სერია A-ში 8 საგოლე მოქმედება აქვს მითვლილი.
კასტროს ბოლონიასთან ხელშეკრულება კიდევ 3 წლით, 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 30 მილიონი ევრო გახლავთ.