ლუკას ერნანდესი ტრავმის შემდეგ კარიერას ამთავრებს? | L'equpie » სპორტის ხაზი

ლუკას ერნანდესი ტრავმის შემდეგ კარიერას ამთავრებს? | L'equpie

ლუკას ერნანდესი ტრავმის შემდეგ კარიერას ამთავრებს? | L'equpie
26-11-2022, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა მუნდიალი ავსტრალიასთან 4:1 მოგებით დაიწყო, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის შემადგენლობაში სერიოზული ტრავმიანობაა და ისედაც დიდ დანაკლისს პირველ ტურში ლუკას ერნანდესის ტრავმაც დაემატა.

როგორც ფრანგულმა L'equpe-მა დაწერა, ლუკას ერნანდესი მიღებული ტრავმის შემდეგ, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. როგორც ჩანს, ფრანგი ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ მძიმეა, ამიტომ ლუკასს მასთან გამკლავება, შემდეგ კი მინდორზე კვლავ დაბრუნება აღარც სურს.

ლუკას ერნანდესი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და ამჟამად მიუნხენის ბაიერნში თამაშობს, სადაც ფრანგი ფეხბურთელი მადრიდის ატლეტიკოდან 4 წლის წინ გადაბარგდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუკასს ბაიერნში დიდი სათამაშო დრო ამ სეზონში არ ეძლევა, რასაკვირველია, ის მაინც წამყვან ფეხბურთელად მიიჩნევა და მთელი საფეხბურთო კარიერა წინ აქვს, თუმცა რამდენად გადაწყვეტს მის გაგრძელებას ერნანდესი ამას დრო გვიჩვენებს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას დღეს, 20:00 საათზე დანიის წინააღმდეგ ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი