ზამთარშივე სურთ - იუვენტუსი ზირკზეს დამატებისთვის იბრძვის » სპორტის ხაზი

ზამთარშივე სურთ - იუვენტუსი ზირკზეს დამატებისთვის იბრძვის

ზამთარშივე სურთ - იუვენტუსი ზირკზეს დამატებისთვის იბრძვის
6-01-2025, 18:31
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ტურინის იუვენტუსი იანვარში მანჩესტერ იუნაიტედის ნიდერლანდელი ფორვარდის, ჯოშუა ზირკზეს დამატებას შეეცდება.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ფეხბურთელსა და იტალიურ კლუბს შორის კომუნიკაცია უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და ყველაფერი იუვეს წინადადების ფორმულირებაზე იქნება დამოკიდებული.

საქმე ისაა, რომ თუ იუვენტუსი უბრალო იჯარას აირჩევს, მაშინ ინგლისელებისგან უარს მიიღებს. რომანო ამბობს, რომ იუნაიტედის გეგმებში ფეხბურთელის უბრალო იჯარით გაშვება არ შედის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი