Corriere dello Sport-მა ანტონიო კონტეს არჩევნის შესახებ დაწერა, რომელიც ნაპოლის მწვრთნელმა ნაპოლის გარემარბებს შორის გააკეთა.
გამოცემის მტკიცებით, ნერესის, პოლიტანოს და კვარაცხელიას ტრიოდან კონტესთვის ჩაუნაცვლებელი თანამემამულე პოლიტანოა, რადგან ის დი ლორენცოსთან კარგადაა შეთამაშებული და მწვრთნელის ხედვებს ზუსტად ერგება.
იტალიელები იმასაც წერენ, რომ გაკერპებული ნერესის სტატუსის მინიჭება და ძირითადში დაბრუნება ხვიჩას უნდა გაუჭირდეს, რადგან ახლა ბრაზილიელზე ბუმია შექმნილი.
ნაპოლი წლის ბოლო შეხვედრას 29 რიცხვში ვენეციასთან გამართავს და სწორედ იქ გამოჩნდება ანტონიო კონტეს არჩევანიც.