გაიშიფრა თუ რა უთხრა არაბმა მცველმა მესის » სპორტის ხაზი

გაიშიფრა თუ რა უთხრა არაბმა მცველმა მესის

გაიშიფრა თუ რა უთხრა არაბმა მცველმა მესის
25-11-2022, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი წრე გუშინ დასრულდა, სადაც მუნდიალის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბრაზილიის ნაკრებმა იმედები გაამართლა და საკმაოდ ძლიერი სერბეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა - 2:0.

ამის პარალელურად, პირველ წრეში გვქონდა მატჩები, სადაც მოულოდნელი შედეგები მივიღეთ. მაგალითისთვის, გერმანიის ნაკრებმა აშკარა ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და იაპონიასთან 1:2 წააგო. ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიც, რომელმაც საუდის არაბეთთან უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დათმო.

სწორედ საუდის არაბეთისა და არგენტინის შეხვედრაში, მატჩის რეჟისორებმა დააფიქსირეს ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი არაბი მცველი, კერძოდ ალი ალ ბულაიჰი ლიონელ მესისთან მივიდა და მიაძახა: "თქვენ ვერ გაიმარჯვებთ! თქვენ ამას ვერ შეძლებთ!" - ლეოს არაფერი არ უთქვამს, შემდეგ კი სიტუაცია თანაგუნდელებმა განმუხტეს.

არგენტინელები მომდევნო თამაშს მექსიკის წინააღმდეგ ხვალ, 23:00 საათზე ითამაშებენ და თუ გამარჯვებას ვერ შეძლებენ, მაშინ ჯგუფიდან გასვლის შანსებს მინიმუმამდე შეიმცირებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი