ნაპოლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იმაზე ადრე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ - ინფორმაციას ამის თაობაზე Sky Sport ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, კვარამ გუშინ გუნდთთან ერთად სრულად ივარჯიშა და ჯენოასთან მატჩისთვის მზადების პროცესს შეუდგა.
ახლა ყველაფერი მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ უნდა გადაწყვიტოს - გარისკავს, თუ დაასვენებს ხვიჩას.
თუ ქართველი ჯენოასთან მატჩს გამოტოვებს, 29 დეკემბერს ვენეციასთან გასამართ საშინაო შეხვედრისთვის მოედანზე რამდენიმე წუთს მაინც მიიღებს, რადგან ახალ წელს ფორმაში შეხვდეს.