აქამდე იწერებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანებას რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა და კვარა 2025 წლამდე ვეღარ ითამაშებდა.
სულ ახლახანს ქართველზე დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ისე არ აღმოჩნდა, როგორც აქამდე შიშობდნენ.
იტალიურ მედიაში წერენ, რომ ხვიჩამ ვარჯიში უკვე განაახლა კიდეც, ოღონდ მუხლზე შესაბამისი დამცავით.
იწერება, რომ კვარა ჯენოასთან 21 დეკემბერს არ იქნება, თუმცა ქართველ ფეხბურთელს წლის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობის შანსი გაუჩნდა (29 დეკემბერი ვენეციასთან).