იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციის მიხედვით, ნაპოლი ლონდონის არსენალის მცველით ინტერესდება.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, აურელიო დე ლაურენტისს იაკუბ კივიორისთვის აქვს დადგმული, რომელსაც ინგლისის დატოვება თავადაც სურს.
პოლონელი მცველი არსენალამდე სწორედ სერია A-ში, კერძოდ სპეციაში თამაშობდა, ახლა კი მეტი პრაქტიკის მისაღებად არსენალის დატოვებას აპირებს.
სკირა წერს, რომ ნაპოლი კივიორს ზაფხულამდე დაუცდის და შესაძლო ტრანსფერიც სწორედ მაშინ შედგება.