Fichajes-მა დაწერა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში ბოლო წლების მუდმივ წევრს, ვესთ ჰემ იუნაიტედს გიორგი მიქაუტაძის შეძენა აქვს გადაწყვეტილი.
"ჩაქუჩები" გეგმავენ, რომ შეტევის ხაზი ახალგაზრდა ფეხბურთელით გააძლიერონ, გიორგი მიქაუტაძე კი ერთ-ერთი კანდიდატი იმიტომაა, რომ ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს, რის ხარჯზეც ვესთ ჰემს სარგებლობა სურს.
თუ ლიონელები სეზონის ბოლომდე ნახევარმილიარდიან ვალს არ დაფარავენ, ისინი ლიგა 2-ში დაქვეითდებიან, შესაბამისად, ლიონისთვის ფულის სწრაფი შოვნის ერთ-ერთი შესაძლებლობა ფეხბურთელების, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის გაყიდვაა.