საქართველოს ნაკრების და ესპანური ლევანტეს ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
"საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია, ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი.
ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული", - წერს ქოჩორაშვილი.