ბოლო პერიოდში საკმაოდ ცნობილი და პოპულარული გახდა გიორგი ქოჩორაშვილის გუნდის, ლევანტეს სოციალური ქსელის ესპანელი ადმინი (ხავიერი), რომელიც ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულია.
ხავიერი რამდენიმე დღის წინ ქართული კერძებისა და კულტურის გაცნობასაც შეუდგა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან კარგი და ლამაზი ქვეყანაა.
ახლა კი, ხავიერმა ლევანტეს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ქოჩორაშვილისა და შოთა არველაძის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ესპანელმა ზედ ქართული წარწერა დაურთო ("იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა"), - იხილეთ ფოტო