ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გურამ კაშიას ბრატისლავის "სლოვანმა" შინ "მილანი" მიიღო და 2:3 დამარცხდა.
მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ და სრულად ითამაშა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.
კაშიამ Sofascore-სგან შეფასების სახით, 10-ბალიანი სისტემით, 7,0 ქულა დაიმსახურა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.
მომდევნო შეხვედრას "სლოვანი" 11 დეკემბერს, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართავს.