ბარსელონა სელტასთან ხასიათის გაფუჭების შემდეგ მის გამოსწორებას ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის წინააღმდეგ ეცდება.
როგორც ჰანსი ფლიკმა თქვა, ამ თამაშისთვის გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი.
ლამინი თავს გაცილებით კარგად გრძნობს, ვიდრე აქამდე. მან დღეს მშვენივრად ივარჯიშა, თუმცა ბრესტთან მაინც ვერ ითამაშებს რისკების თავიდან ასაცილებლად.
შესაძლოა, რომ შაბათს ის უკვე ჩვენთან ერთად იყოს, თუნდაც სათადარიგოთა სკამზე.
- თქვა ფლიკმა იამალზე.